ტურინის „იუვენტუსმა“ ვიცეხ შჩესნის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
პოლონელი ტურინში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ფინანსური საკითხები არ გახმაურებულა.
შჩესნი „იუვეს“ 2017 წლის ზაფხულში „რომადან“ შეუერთდა და მას შემდეგ ტურინული გუნდის კარი 84 შეხვედრაში დაიცვა.
La meravigliosa storia tra @13Szczesny13 e la Juventus continuerà fino al 2024 ⚫️⚪️
Un rinnovo meritato, perché è un grande portiere. 😍 pic.twitter.com/pHD4BO2Ejl
— JuventusFC (@juventusfc) February 11, 2020