ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსმა“ „მილანთან“ გამარჯვება დაიმსახურა. პოლონელი კიპერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე სეზონში ბოლო ტიტული არ იქნება.
„იმედია, ეს ბოლო ტიტული არ იქნება მიმდინარე სეზონში. 2019 წელი კარგად დავიწყეთ, იტალიის თასის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. მთელი თამაში ვდომინირებდით და გამარჯვება დავიმსახურეთ.
როგორია წლევანდელი „იუვე“? – იგივე, როგორც შარშან, მაგრამ შეტევაში კრიშტიანუ რონალდუს სახით გადამწყვეტი იარაღი გვყავს. ამ სტადიონზე თამაში ძალიან სასიამოვნო იყო, ლამაზი ატმოსფერო. თანაც, სახლში თასით ვბრუნდებით“, – განაცხადა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მერვედ მოიგო.