ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და შეგირდები შეაქო.
„ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას ვულოცავ. ბიჭები თამაშს საუკეთესოდ მიუდგნენ, თამაში თავიდანვე მაღალი ტემპით დაიწყო და სანახაობრივი იყო. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო მხოლოდ მეორე თამაში პაუზის შემდეგ.
შეგვეძლო უფრო უკეთ დაგვემთავრებინა თამაში, როდესაც 11 ათის წინააღმდეგ ვთამაშობდით. თუმცა, ეს იყო ზედიზედ მეორე კვალიფიკაციის თამაში და თავი კარგად გავართვით.
კრიშტიანუ? – ის დამატებითი ღირებულებაა და სწორედ ასეთი მატჩებისთვის შევიძინეთ. გოლის გარდა, ბევრი სამუშაო შეასრულა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მერვედ მოიგო.