აარონ რემზი „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე წერს. როგორც ცნობილია გახდა, უელსელმა სამედიცინო შემოწმება მადრიდის კერძო კლინიკაში წარმატებით გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.
შეთანხმების თანახმად, რემზი „იუვეს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. კოტრაქტი 5-წლიანი და 28 წლის ფეხბურთელი სეზონში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ნიშნადობლივია, რომ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ის იქნება „იუვეს“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ რემზის დამატება მიმდინარე თვეში სურდა, თუმცა „არსენალმა“ 20 მილიონი ევრო მოითხოვა. შედეგად, ზაფხულში ტურინელები მის სანაცვლოდ თანხას არ გადაიხდიან და უფასოდ დაიმატებენ.
აარონ რემზიმ მიმდინარე სეზონში ლონდონელთა რიგებში 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.