კლაუდიო მარკიზიომ „იუვენტუსს“ იტალიის სუპერთასის მოგება სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
მიუხედავად იმისა, რომ „პრინცი“ ტურინელთა რიგებში აღარ თამაშობს, გუნდის ქომაგობას დაუფარავად და გულწრფელად აგრძელებს…
„სუპერთასი (მერვე!) შავ-თეთრი მაისურის ფონზე! არ მახსოვდა, რამდენად ემოციური იყო შავ-თეთრების ქომაგობა. გილოცავთ ბიჭებო! #Finoallafine”, – დაწერა სოციალურ ქსელში მარკიზიომ.
აღსანიშნავია, რომ კლაუდიომ ინსტაგრამზე მირალემ პიანიჩის გამოქვეყნებულ ფოტოზე დააკომენტარა და ბოსნიელს გამარჯვება მიულოცა. რაზეც პიანიჩმა საინტერესო პასუხო გასცა: „ეს თასი შენიცაა“.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო „იუვენტუსის“ აკადემიაში 1993 წლიდან ირჯებოდა, ხოლო მთავარ გუნდში 2006-2018 წლებში 389 მატჩი ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. გასულ ზაფხულს კი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გადავია.