მთავარი / სიახლეები / მატუიდი: “წლის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო”

მატუიდი: “წლის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის გნაცხადებით, წლის წარმატებით დაწყება მნიშვნელოვანი გახლდათ.

„წლის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, ადვილი არ იყო ასეთ სიცხეში თამაში. მაგრამ, ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ ტიტული მოვიგეთ. „მილანმა“ შიშის გარეშე ითამაშა და კარგი მატჩი ჩაატარა. სასიხარულოა, რომ საუდის არაბეთში ამდენი გულშემატკივარი გვყავდა“, – განაცხადა მატუიდიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მერვედ მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …