ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი მეკარის განცხადებით, მისი შეცდომით გუნდმა „მანჩესტერთან“ წააგო, ხოლო ახლა გუნდს დაეხმარა გამარჯვებაში.
„მე მხოლოდ ერთ-ერთი ვარ თერთმეტი ფეხბურთელიდან. ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშში გუნდმა ჩემი შეცდომის გამო ქულები დაკარგა, ახლა კი დავეხმარე მოპოვებაში. თავით ახლოდან დამირტყეს და მართლაც ლამაზი სეივი იყო, მნიშვნელოვან მომენტში. მას შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, კარგად ვითამაშეთ. უკეთ, ვიდრე „იუნაიტედთან“. ახლა ბერნში გამარჯვებისთვის უნდა წავიდეთ, რომ პირველი ადგილი მოვიპოვოთ, რადგან მგონია, რომ „მანჩესტერი“ „ვალენსიას“ დაამარცხებს“, – განაცხადა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა, 12 ქულა დააგროვა და მერვედფინალში თამაში გაინაღდა. თუმცა, „ბებერ სინიორას“ ჯერ პირველი ადგილი არ გაუფორმებია.