მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ვალენსია”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ვალენსია”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ „ვალენსია“ (1:0) დაამარცხა მარიო მანჯუკიჩის გოლით და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

შჩესნი 8 – ერთადერთი სეივი, მაგრამ ფასეული, ანტრაქტამდე. მარცხენა ხელით კარის ხაზზე შეაჩერა ბურთი.

კანსელუ 7.5 – კილომეტრები დაფარა ფლანგზე, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ. ყოფილი თანაგუნდელები ყოველთვის წნეხის ქვეშ ყავდა და „ვალენსიას“ კონტრშეტევებსაც კარგად შლიდა.

ბონუჩი 6.5 – პირველ ტაიმში ჰქონდა შეცდომები, მაგრამ მეორე ნახევარში გაიზარდა.

კიელინი 7.5 – კაპიტანს ერთი დუელიც კი არ წაუგია. დასწრებაზე და მეორე სართულზე ყოველთვის მზად იყო.

ალექს სანდრო 6 – გონსალო გედეშს დიდ სივრცეებს არ უტოვებდა. შესვენებაზე მცირე ტრავმის გამო შეცვალეს.

კუადრადო 6.5 – მარჯვენა ფლანგი ჩაიბარა და აქტიურობდა. ბოლოსკენ ჰქონდა შეცდომა, თუმცა დაუყოვნებლივ გამოასწორა.

ბენტანკური 7 – დასაწყისშივე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ შემდეგ გაიზარდა და „ბიანკონერის“ ნახევარდაცვას თავდაჯერება შემატა.

პიანიჩი 7 – არ ეშინოდა ბრძოლაში შესვლის და ბურთის განაწილება მისგან იწყებოდა.

მატუიდი 7 – ბევრი ბურთი მოიპოვა და მეტოქეს არაძლევდა სწრაფი იერიშების დაწყების საშუალებას.

დიბალა 6.5 – ესპანელმა მცველებმა გაანეიტრალეს. მეორე ტაიმში სცადა გატანა, მაგრამ ნეტო ყურადღებით იყო.

დუგლას კოშტა შ.გ – ბრაზილიელმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.

მანჯუკიჩი 7 – ჩემპიონთა ლიგაზეც გახსნა ანგარიში, როდესაც რონალდუს პასს დროულად და ზუსტად დაუხვდა.

რონალდუ 7 – პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოში დიახაბიმ დაასწრო და შჩესნიმ კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში გაბრიელსა და ვასს აჯობა და მანჯუკიჩს საგოლე პასი გაუკეთა. მისი თავური კი ნეტომ მოიგერია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …