ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ვოიცე შჩესნიმ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი მეკარის აზრით, „იუვე“ სწორ გზაზე დგას.
„ეფექტური მატჩი ჩავატარეთ, მეტოქისთვის ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ მიგვიცია, გვქონდა მოთმინების უნარი პირველ ტაიმში და მეორე ნახევარში თამაში დავხურეთ. კმაყოფილები ვართ, ძალიან მყარად და ყურადღებით ვითამაშეთ, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქე კონტრშეტევების შანსს ელოდა. მორატა წელს ძალიან ბევრ გოლს გაიტანს, მოხარული ვართ, რომ მან ასე კარგად დაიწყო, გუნდიც სწორ გზაზე დგას“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში „ვერონასთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.