ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად კიევის „დინამო“ ალვარო მორატას დუბლით დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – მატჩის დასაწყისში გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და დიდი ნერვიულობა გამოიწვია. ჰქონდა რამდენიმე არადამაჯერებელი მომენტი, ძირითადად გამოსვლებზე.
კუადრადო 7 – ალბათ „იუვეში“ საუკეთესო იყო პირველ ტაიმში, მარჯვენა ფლანგს მთლიანად აკონტროლებდა. ის, რომ „იუვენტუსმა“ მეორე გოლი გაიტანა და თამაში დახურა, მისი დიდი დამსახურებაა.
ბონუჩი 6 – ოდნავ განსხვავებულად დაიწყო თამაში, მაგრამ კიელინის ტრავმის შემდეგ ჩვეულ დონეს დაუბრუნდა.
კიელინი შ.გ – კუნთის კიდევ ერთი დაზიანება. დასამატებელია არაფერია.
დემირალი 6 – მთლიანად გამოჯანმრთელდა და ეს წუთები ძალიან სჭირდებოდა.
დანილო 6 – ამა თუ იმ მიზეზის გამო, ახლა ის „იუვენტუსში“ შეუცვლელია, მარცხნივაც კარგად ითამაშა.
ბენტანკური 6 – მას ჰქონდა პრობლემები, მაგრამ საშუალო დონეზე მაინც ითამაშა.
რაბიო 6.5 – ნახევარდაცვის ცენტრში ის უფრო ეფექტური და სასარგებლოდ იყო.
კულუსევსკი 6 – პირველ ტაიმში ქუსლით ცდილობდა გატანას და ბუშჩანმა აჯობა. არ იყო ისეთი, რასაც მისგან ელიან, მაგრამ პირველი გოლი მისი დარტყმით დაიბადა.
დიბალა 6 – მოედანზე დაბრუნდა და ეს სჭირდებოდა.
რემზი 6.5 – ამ მომენტში ის ფუნდამენტური ფეხბურთელია რგოლებს შორის, იცის, როგორ დააკვშიროს ორი რგოლი ერთმანეთს.
ბერნარდესკი შ.გ – მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.
კიეზა 6.5 – უკეთესი მატჩი ჰქონდა, ვიდრე კროტონეში, მარცხენა ფლანგზე ითამაშა, პირველ ტაიმში მთავარი ხიფათი მისი ფლანგიდან იქმნებოდა და პირველი გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა.
მორატა 7.5 – კიდევ ერთხელ თავდასხმაში მარტო იყო და გუნდი ისევ არ დააღალატა, გაიტანა, თანაც ორჯერ.
პირლო 6 – „იუვემ“ მაქსიმუმი მიიღო ყველაზე ნაკლები ძალიხმევით. სათამაშო ხარისხი ალბათ გაუმჯობესდება, ამ ეტაპზე უკეთესის სურვილს ტოვებს. თუმცა გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია და ალბათ ეს საბაბიცაა. კარგია, რომ „იუვემ“ მოიგო და მიუხედავად ყველაფრისა, სეზონში ჯერ თამაში არ წაუგია.