მთავარი / სიახლეები / პირლომ ლიპის და კაპელოს შედეგი გაიმეორა

პირლომ ლიპის და კაპელოს შედეგი გაიმეორა

ჩემოიონთა ლიგაზე ანდრეა პირლოს სამწვრთნელო დებიუტი შედგა და “იუვენტუსმა” კიევის “დინამო” 2:0 დაამარცხა.

პირლო “იუვეს” ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში (ჯგუფურ ეტაპზე) პირველივე გასვლითი თამაში მოიგო. მანამდე ეს მხოლოდ ისეთ ლეგენდარულ მწვრთნელებს გაეკეთებინათ, როგორებიც მარჩელო ლიპი და ფაბიო კაპელო არიან.

ლიპის პირველი საგარეო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 1995 წელს შედგა და “იუვენტუსმა” “დორტმუნდი” გერმანიაში 3:1 დაამარცხა, ხოლო 2004 წელს კაპელოს “იუვეტუსმა” სტუმრად ამსტერდამის “აიაქსს” 1:0 აჯობა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …