ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ნახევარმცველის განცხადებით, კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
„გამარჯვება ლამაზია, ნდობას და თვითრწმენას ამაღლებს. კარგი მატჩი იყო, კარგად ვითამაშეთ, ახალგაზრდა გუნდის წინააღმდეგ, რომლებიც ბევრს დარბიან. პირველ ტაიმში უფრო რთული იყო, მაგრამ მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ. მოვძებნეთ სივრცეები და შევქმენით საგოლე შანსები. სხვა მატჩებთან შედარებით უფრო მეტი ინტენსივობით ვითაშეთ, თავსაც კარგად ვიცავდით. უფრო მეტი ბალანსი გვქონდა და ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მთავარი სწორედ ესაა: ბალანსი“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში „ვერონასთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.