ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე სადებიუტო თამაში ჰქონდა და პირველ გოლში აქტიურად მონაწილეობდა.
„გვინდოდა გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 3 ქულის მოპოვება, ამიტომ, მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში კარგად ვითამაშეთ, რადგან საყაიმო ანგარიშზე პრობლემები გვექნებოდა. ის გავაკეთე, რაც მწვრთნელმა მთხოვა, რაც შეიძლება განზე ვიყავი ფლანგზე და მზად ვიყავი ყოველთვსი შესატევად. ეს არის ის, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდთ, თამაში იცვლება გარემარბებისკენ პასებით“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში „ვერონასთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.