მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “აქ მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი”

შჩესნი: “აქ მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ლეგა სერია A-ს ოფიციალურ ტელეარხს ინტერვიუ მისცა. პოლონელი მეკარე საუბრობს „იუვენტუსზე“, ჯანლუიჯი ბუფონზე, კრიშტიანუ რონალდუზე და მარიო მანჯუკიჩზე.

გარდა ამისა, შჩესნი რომი და ტურინი ერთმანეთს შეადარა:

დაუმარცხებელი – ერთი წლის წინანდელთან შედარებით უკეთ ვთამაშობთ, შედეგები ამაზე მოწმობენ. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ჩვენი პირველი მიზანი იყო მიმდინარე სეზონში და მივაღწიეთ. თუმცა, მაისში ყველა ტურნირის მოგების შანსი უნდა გვქონდეს, რადგან აქ მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი. ეს ჩვენ კარგად გვესმის და ამიტომა ვიგებთ ხშირად.

ბუფონი – მეგობარია. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ის უკვე „იუვეს“ ლეგენდა იყო, როდესაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მე ახალგაზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები კი ვარჯიშებზე, მატჩისწინა გახურებებზე მივიღე. მას დიდი გავლენა ჰქონდა მცველებზე.

კრიშტიანუ რონალდუ – ყველაფერი მოიგო, მაგრამ 33 წლის ასაკშიც კი ყველაფერს სეერიოზულად უდგება. ვარჯიშებზეც კი მისთვის ყველაფერი ბრძოლაა, უნდა ყველა დარტყმიდან გოლი გაიტანოს. განსაკუთრებით ტექნიკურად კი ფენომენია.

მანჯუკიჩი – ასეთი ფეხბურთელი ყველა გუნდს სჭირდება. არასდროს იღლება, ყოველთვის აქვს ენერგია. ის არის პირველი ვინც თავს იცავს და მერე შეტევაშია, 90 წუთი ბრძოლაშია.

რომი და ტურინი – რომი ყველაზე დიდი ქალაქია, სადაც ქაოტური ცხოვრებაა. აქ კი ივარჯიშე, ჭამე და დაისვენე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …