ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური მიიჩნევს, რომ შვებულება მნიშვნელოვანი იყო. ურუგვაელი ფეხბურთელი ასევე საუბრობს საკუთარ პროგრესზე, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს მისი მაქსიმუმი არაა.
„შვებულება მნიშვნელოვანი იყო, რადგან დავისვენეთ, ოჯახთან ერთად ვიყავით, მაგრამ ახლა კონცენტრირებულნი ვართ შემდეგი მატჩის მოგებაზე.
კმაყოფილი ვარ, რომ ორი გოლის გატანა უკვე მოვახერხე, მაგრამ იმედია გატანას კიდევ შევძლებ. რა თქმა უნდა, მოსამატებელი მაქვს, განსაკუთრებით დაცვაში თამაშის მხრივ. მწვრთნელი ამაზე ხშირად მესაუბრება.
ახლა მთელი ყურადღებით „ბოლონიასთან“ მატჩს ველოდებით, მაგრამ ამის მერე „მილანთან“ შეხვედრაზე ვიფიქრებთ, რადგან სუპერთასი ჩვენი პირველი მიზანია“, – განაცხადა ბენტანკურმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მერვედფინალში 12 იანვარს „ბოლონიას“, ხოლო 4 დღის შემდეგ იტალიის სუპერთასზე „მილანს“ დაუპირისპირდება.