ტურინის „იუვენტუსს“ მარიო მანჯუკიჩი გამოაკლდა. ხორვატმა თავდამსხმელმა გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით იუქმებს.
ცნობილია, რომ 12 იანვარს, იტალიის თასზე „ბოლონიასთან“ მატჩში ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ვერც იტალიის სუპერთასზე „მილანის“ წინააღმდეგ მოახერხებს გარჯას.
ეს მასიმილიანო ალეგრისთვის ცუდი ინფორმაციაა, რადგან მარიო ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩში არ უთამაშია.