მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მნიშვნელოვანია, რომ სეზონს წარმატებით დავუბრუნდეთ”

ალეგრი: “მნიშვნელოვანია, რომ სეზონს წარმატებით დავუბრუნდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 2019 წელს პირველი პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა იტალიის თასის მერვედფინალში „ბოლონიასთან“ მატჩისწინ ისაუბრა:

შეხვედრის მნიშვნელობა

„იტალიის თასი სეზონის ერთ-ერთი მიზანია, როგორც სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის სუპერთასი. ხვალ რთული მატჩი გველოდება, რადგან მეტოქე შეეცდება ჩვენს დამარცხებას. უნდა ვითამაშოთ საუკეთესო თამაში, რადგან კვალიფიცირება ერთი შეხვედრით ხდება. მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ გამარჯვებით დავუბრუნდეთ სეზონს.

შემადგენლობა

კარში შჩესნი იქნება, მარჯვნივ დე შილიო, ხოლო მარცხნივ ან ალექს სანდრო ან სპინაცოლა ითამაშებს. დაცვის ცენტრში ბონუჩი. კანსელუ სუპერთასზე დაგვიბრუნდება. კინმა შესაძლოა პირველივე წუთიდან ითამაშოს. რონალდუ? ხვალ ითამაშებს. მან დაისვენა და ძალიან კარგად ვარჯიშობდა.

„ბიანკონერის“ შეტევა

დიბალასგან ველოდები კარგ თამაშს, როგორც ამას ბოლო პერიოდში აკეთებდა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია თამაშის წარმართვაში. მანჯუკიჩი და რონალდუ ბევრს მუშაობენ რეალიზაციის კუთხით.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ შეხვედრა 12 იანვარს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …