მთავარი / სიახლეები / რემსის ტრანსფერი გადაწყდა

რემსის ტრანსფერი გადაწყდა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გახდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიის სუპერთასის შემდეგ (16 იანვარი) უელსელი ფეხბურთელის აგენტი იტალიაში ჩავა, რის შემდგომაც კონტრაქტის გაფორმებისა და სამედიცინო შემოწმების თარიღი გადაწყდება.

რემსი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება თავისუფალი აგენტის სტატუსით. 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 6.5-7 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 1.5 მილიონი დაემატება.

აღსანიშნავია, რომ რემსისა და „იუვეს“ ერთმანეთთან თანამშრომლობის დაწყება იანვრიდან სურდათ, მაგრამ „არსენალი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს. ამიტომაც, გადაწყდა, რომ ტრანსფერი ზაფხულში შედგება.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …