ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთში ამჟამად ორი ფეხბურთელია – ანდრეა ბარძალი და ხუან კუადრადო. საინტერესოა, როდის მოახერხებენ იტალიელი და კოლუმბიელი მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში დაბრუნებას?
კუადრადომ არცთუ დიდი ხნის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თამაშს დიდი ალბათობით, აპრილის ბოლომდე ვერ შეძლებს.
გაცილებით ოპტიმისტური ცნობებია ბარძალის შესახებ – ვეტერანი მცველი დეკემბერში დაშავდა, ხოლო გუნდს თებერვლის დასაწყისში უნდა დაუბრუნდეს.