ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ Sky Sport-თან მოახლოებული ორი თამაშის შესახებ ისაუბრა.
ფედერიკოს განცხადებით, ადვილი მატჩები არ იქნება, რადგან პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. მიუხედავად ამისა, იტალიელი შემტევი ამბობს, რომ ორივე შეხვედრა უნდა მოიგონ.
„სულ მალე ორი გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება და სწორად უნდა მივუდგეთ. თასის მეოთხედფინალის საგზური და სუპერთასი უნდა მოვიპოვოთ. არ იქნება ადვილი, რადგან ეს პირველი თამაშია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ამიტომ, უფრო მეტი ყურადღება იქნება საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ. პაუზის შემდეგ თამაში ადვილი არასდროსაა.
„მილანი“? – ეს იქნება ორი განსხვავებული თამაში. თუმცა, ორივე ჩვენი მიზანია, რადგან ორივე ტიტულის მოგება გვინდა. ამიტომაც, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ მატჩებს.
საუდის არაბეთი? – რა თქმა უნდა, იქ განსხვავებული კლიმატი იქნება, მაგრამ მჯერა, რომ მზად ვიქნებით ამისთვისაც. მთავარია სწორად მივუდგეთ თამაშებს, კლიმატის მიუხედავად“, – განაცხადა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ იტალიის თასის მერვედფინალში 12 იანვარს, „ბოლონიას“ ესტუმრება, ხოლო 4 დღის მერე საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ეგიდით „მილანს“ გაეჯიბრება.