იტალიის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის გამო ზუსტად ერთი თვის წინ შეწყდა, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში განახლდება.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ლეგა კალჩო გეგმავს, რომ სეზონი 24 მაისს, 31 მაისს ან 7 ივნისს განაახლოს. იტალიაში ამ ეტაპზე იმედოვნებენ, რომ ხსენებულ ვადებში სეზონი განახლდება, ხოლო მისი დასრულება ასეთ შემთხვევაში ივლისის შუა რიცხვებში იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სავარჯიშო პროცესს, შესაძლოა გუნდები ვარჯიშებს სამ კვირაში დაუბრუნდნენ. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე „იუვენტუსი“ „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს.