მაშინ, როდესაც „იუვენტუსი“ ალან შირერის ტრანსფერზე მუშაობდა, ინტერნეტი ინოვაციურ იდეას წარმოადგენდა. ამიტომ, მის შესახებ ინფორმაცია გულშემატკივარი მხოლოდ გაზეთის ფურცლებიდან იგებდა.
ეს იყო წლები, როდესაც ინგლისელი პრემიერლიგაში ბრწყინავდა და 1996-2006 წლებში „ნიუკასლში“ 404 მატცში 206 გოლი გაიტანა. ციფრები ბრიტანელზე ყველაზე კარგად მეტყველებენ: 260 გოლით პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (112 გოლი „ბლექბერნში“ გაიტანა).
ცნობილია, რომ ლუჩანო მოჯი აღფრთოვანებული იყო მისი თამაშით და ტურინში წაყვანა სურდა. შირერის მეტსახელი იყო: „ყოველთვის გაიტანს“ და აქედან ჩანს მისი ბომბარდირული ნიჭი.
არა „ლივერპულს“, არა „მანჩესტერსა“ და არა „იუვენტუსს“. სინამდვილეში, ყველამ, ვინც ცდილობდ შირერის გადაბირებას, თავაზიანი უარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მწვრთნელები იწვევდნენ, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი და მარჩელო ლიპი იყვნენ.
„მე ყოველთვის შეპყრობილი ვიყავი შირერით, ერთადერთი თავდამსხმელი, რომელმაც 100 გოლის გატანა ძალიან მცირე პერიოდში შეძლო“, – ამბობდა ლუჩანო მოჯი.
სიტყვები, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ტურინში მისით დაინტერესებულნი მართალ იყვნენ. 1997 წელს „იუვენტუსი“ მასში 35 მილიარდი ლირას გადახდას აპირებდა, წორების თანახმად კი, მზად იყვნენ ალესანდრო დელ პიეროშიც გაეცვალათ.
თუმცა, რეალურად, მოჯის ჩანაფიქრი საპირისპირო იყო: მას სურდა, დელ პიერო – შირერის ტანდემის შექმნა. ერთის მხრივ ფანტაზია მინდორზე და მეორეს მხირვ საჯარიმოს მკვლელი.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ტრანსფერი არ შედგა. ალან შირერი „ნიუკასლზე“ იყო შეყვაებული და კლუბის სიმბოლო გახდა.