ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „ბოლონიადან“ რიკარდო ორსოლინის არ დაიბრუნებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ნიჭიერი შემტევი ერთი სეზონი ისევ „რენატო დალ არაზე“ დარჩება.
ამას ფეხბურთელის ინტერესიც ერთვის, რადგან „ბოლონიაში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება, რაც ევრო 2021-ზე მოხვედრის შანსს გაუზრდის.
„იუვენტუსი“ კი იტალიელი შემტევის ყიდვას მხოლოდ ამის შემდეგ ეცდება. სეზონის შეწყვეტამდე ორსოლინი ჩინებულ ფორმაში იყო და 8 გოლიც ჰქონდა გატანილი.
შეგახსენებთ, რომ რიკარდო ორსოლინი „იუვენტუსის“ საკუთრებაში იყო, შემდეგ „ბოლონიაში“ გაყიდა, მაგრამ მისი დაბრუნების უპირატესი უფლება მაინც აქვს.