ტურინის „იუვენტუსისა“ და პსჟ-ს მცველ ლაივინ კურზავას საგა გრძელდება. ფრანგი ჯერ კიდევ ზამთარში ახლოს იყო მატია დე შილიოსთან ბარტერთან, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ბოლო დროს კურზავას აგენტს კონტაქტი „ვალენსიასთან“ და „არსენალთან“ ჰქონდა. თუმცა, მათი სურვილია, რომ „იუვენტუსში“ გადავიდეს ფეხბურთელი, რომელთანაც რამდენიმე კვირის წინ შეთანხმება მიღწეული იყო.
მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე „იუვენტუსს“ არ სურს კურზავას გაფორმება, მაგრამ შეიძლება ზაფხულში ვითარება შეიცვალოს.