ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში რომლის „ლაციოს“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვენლოვანი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს საკადრო პრობლემების გამო საკმაოდ გადახალსიებული შემადგენლობით მოუწია თამაში.
საკმარისია ვთქვათ, რომ ფედერიკო ბერნარდესკი მარცხენა მცველი იყო, ალექს სანდრო ცენტრალური მცველი, დანილო ცენტრალური ნახევარმცველი. კრიშტიანუ რონალდუ გადაღლილი იყო და მხოლოდ ბოლო 20 წუთი ითამაშა. „იუვემ“ ცუდად დაიწყო თამაში და მე-14 წუთზე დეიან კულუშევსკის უხეში შეცდომის შემდეგ, რომელმაც არაზუსტი პასი გააკეთა, ხოაკინ კორეამ ანგარიში გახსნა. „იუვემ“ მიმდინარე სეზონში სერია A-ში საწყის 15 წუთში მე-5 გოლი გაუშვა, გასულ სეზონში კი მთელ ჩემპიონატში ამ მონაკვეთში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ეს უყურადღებობაზე მიუთითითებს.
სუსტი და რთული დასაწყისის შემდეგ „იუვემ“ მოუმატა და ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა. ადრიენ რაბიო შესანიშნავად ითამაშა და ფანტასტიკური გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ფედერიკო კიეზა და ალვარო მორატა შეუდარებელბეი იყვნენ. კიეზას საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. შემდეგ კი ფედერიკომ სწრაფი კონტრშეტევისას იმოქმედა ძალიან კარგად და ალვარო მორატას პასი გაუკეთა, ესპანელმაც გაიტანა. 3 წუთში აარონ რემზიმ პენალტი მოიპოვა და მორატამ დუბლი გაიფორმა, რითაც მატჩის ბედი გადაწყდა. მორატას მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 11 საგოლე პასი აქვს თავის ანგარიშზე, რაც შესანიშნავი შედეგია.
„იუვენტუსმა“ 3:0 მოიგო, 52 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. წინ კი „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
„იუვესთვის“ „ლაციოსთან“ გადახალისებული შემადგენლობით ლამაზი გამარჯვების გარდა მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის დაბრუნება. ხუან კუადრადომ 70 წუთი ითამაშა, დაბრუნდა არტურიც და ლეონარდო ბონუჩიც, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ და ეს უდაოდ კარგი სიახლეა.
„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 3:1 (1:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო (არტური 70), დემირალი, ალექს სანდრო, ბერნარდესკი; რემზი (მაკკენი 70), დანილო, რაბიო, კიეზა (ბონუჩი 82); კულუშევსკი (დი პარდო 90), მორატა (რონალდუ 70)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ლაციო“ (3-5-2): რეინა; მარუშიჩი (პერეირა 82), ჰუდტი, აჩერბი; ლულიჩი (პატრიკი 55), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა (ესკალანტე 55), ლუის ალბერტო (კაისედო 82), ფარესი; იმობილე (მურიქი 82), კორეა
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გოლები: 0:1 კორეა (14), 1:1 რაბიო (39), 2:1 მორატა (57), 3:1 მორატა (60, პენ)
გაფრთხილება: აჩერბი (80)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 13 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: დავიდე მასა