ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ლაციოსთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მთავარი გუნდის რეაქცია იყო გაშვებული გოლის შემდეგ.
„ჩვენ ცუდად დავიწყეთ და უკანა პასის დროს შეცდომა დავუშვით, რის შედეგადაც „ლაციოს“ გოლი გავატანინეთ. თუმცა, შემდეგ გუნდს შესანიშნავი რეაქცია ჰქონდა, მიუხედავად მრავალი მოთამაშის არყოფნისა, ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეაქცია, დავიწყეთ რიტმის გაზრდა და ეს თამაშის მთავარი რამ იყო. „პორტუსთან“ მატჩზე არ გვიფიქრია, კუადრადომ მხოლოდ ერთი ვარჯიშით ითამაშა, იგივე არტურმა მხოლოდ ნახევარი საათით. ასე მოვემზადეთ მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც ჩვენთვის ფინალი იყო. ყოჩაღები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფეხბურთელს თავის პოზიციაზე არ უთამაშია. მათ დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინეს
ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება იყო. ფეხბურთელებმა დიდი ხელმისაწვდომობა აჩვენეს, დანილომ ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშა, ბერნარდესკიმ ფლანგის მცველად ძალიან კარგად, ის ძალიან კარგად მოქმედებს ფეხით, კარგად დარბის და ყოველთვის მკაფიოა, როდესაც ბურთი აქვს. ყველა იმსახურებს კომპლიმენტებს, რადგან ადვილი არ იყო ასეთი მატჩის ჩატარება მარცხენა მცველის პოზიციიდან. თუმცა, ვიმეორებ, ყველაზე მეტად გუნდის რეაქცია მომეწონა, რადგან დელიკატურად რთულ მომენტში გვქონდა ეს თამაში და 3 ქულა მოვიპოვეთ.
თამაში 20 წუთით გვიან დავიწყეთ, ამიტომ, ეს 20 წუთი დავთმეთ, მაგრამ ეს ნორმალური იყო, რადგან ბევრი ფეხბურთელი ახლახან დაგვიბრუნდა, უჩვეულო პოზიციებზე და ადაპტირება ნორმალური იყო. როდესაც ანგარიშში ჩამორჩები, ყოველთვის რთულია აღდგენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ლაციოსთან“ თამაშობ. მათ ამ კვირაში არ უთამაშიათ და ამიტომ, დიდი დრო ჰქონდა აღსადგენად. მაგრამ ჩვენ კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ.
მორატა? სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გარკვეული პრობლემების გამო ვერ გვეხმარებოდა, ჯერ ფიზიკური და შემდეგ სხვა ტიპის პრობლემები ჰქონდა. ახლა ის ცდილობს საუკეთესო ფორმაში შევიდეს, მაგრამ ჩვენთვის ისედაც ფუნდამენტური ფეხბურთელია, მისი თვისებების გამო შევიძინეთ, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა თავდამსხმელისგან. ახლა ვიმედოვნებთ, რომ 100%-ით დაგვიბრუნდება და შემდეგ ბევრად მეტის მოცემა შეუძლია.
კულუშევსკი? ის ჩემპიონივით რეაგირებს, მაგრამ ნორმალურია, რომ პრობლემები აქვს, რადგან 20 წლის ასაკში „იუვენტუსში“ თამაში ბევრ წნეხთან ასოცირდება, არ არის იგივე „იუვენტუსში“ და „პარმაში“ თამაში, აქ ყველა მატჩი განსხვავებულია, უფრო მეტი წნეხია, ყოველი პასი მნიშვნელოვანია. ის ამტკიცებს, რომ დიდი ჩემპიონია, მაგრამ იცის, რომ უფრო მეტი შეუძლია. რონალდუ? მას კვირის განმავლობაში დასვენებაზე შევუთანხმდი. ის კარგადაა, მაგრამ დასვენება სჭირდებოდა.
არტური? ის ერთადერთი მოთამაშეა თავისი თვისებებით, რომელიც მეტოქის პრესინგის დროსაც მკაფიოდ მოქმედებს, ყოველთვის პოულობს დადებით მხარეებს, როდესაც მას ბურთი აქვს. ახერხებს სხვა მოთამაშეების სწორ პოზიციებზე განლაგებას. ახლა ვიმედოვნებთ, რომ შეძლებს კონდიციების აღდგენას. მან 20 წუთი ითამაშა, იმედი გვაქვს, რომ სამშაბათს მაქსიმალურად დაგვეხმარება.
„იუვე“ – „პორტუ“? საბედნიეროდ, მოსამზადებლად ორი დღე კიდევ გვაქვს. ახლა მეც მჭირდება დასვენება, რომ მოვემზადო. ეს თამაში ფუნდამენტურია და ნამდვილად უნდა ვიპოვოთ სწორი მიდგომა, რაც ჩემპიონთა ლიგას სჭირდება, ჩვენი სეზონისთვის ეს მნიშვნელოვანი თამაშია, ეს ისეთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ სამშაბათის შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 52 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო 9 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუს“ დაუპირისპირდება.