მთავარი / სიახლეები / სერია A / მორატა: “ყველა ჩვენს დაცემას ელოდება და მათ ვაჩვენეთ, რომ აქ ვართ”

მორატა: “ყველა ჩვენს დაცემას ელოდება და მათ ვაჩვენეთ, რომ აქ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ რომის „ლაციოსთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფორვარდის განცხადებით, მან რთული პერიოდი გამოიარა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ უფრო უკეთაც ათამაშდება.

„სამი რთული კვირა გამოვიარე, ვიგრძენი, რომ ძალა დავკარგე და მატჩების შემდეგ სიცხე მქონდა. არ უნდა დავნებებულიყავი და არც დავნებდი, ახლა კარგად ვარ და სამშაბათს იმედი მაქვს, კიდევ უკეთესად ვიქნები. გოლის აღნიშვნა ემოციურად? იმიტომ, რომ ყველა ელოდება ჩვენს დაცემას და დღეს მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის ამ მესიჯის გაგზავნა – ჩვენ აქ ვართ! წინ უნდა ვიაროთ, სანამ არსებობს შანსი, უნდა ვიბრძოლოთ, ბოლომდე.

საგოლე პასი? როდესაც ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელთა ერთად თამაშობ, საჭიროა ჯერ მისთვის პასების გაკეთებაზე ვიფიქროთ და შემდეგ გოლზე. მის გარეშე კი გოლების გატანაზე, უფრო მეტ დარტყმაზე. მაგრამ როდესაც ის მოედანზეა, რომელიც რობოტია და ყოველთვის გოლებს იტანს, საჭიროა ბურთი ხშირად მივცეთ. მწვრთნელი მთხოვს რგოლებს შორის უფრო მეტი ვითამაშო და საგოლე პასების გაკეთებაც მომწონს.

მნიშვნელოვანი გამარჯვება და 3 ქულა მოვიპოვეთ, საჭირო რეაქცია ვაჩვენეთ შეცდომის შემდეგ. დიდი გუნდის შესაფერისი რეაგირება მოვახდინეთ, რომელსაც გამარჯვება სურს. ახლა სამშაბათის თამაშზე ვფიქრობთ, ყველაფრისთვის ვთამაშობთ“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა სერია A-ს საუკეთესო ასისტმენია (9), ხოლო სეზონში ესპანეთის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 16 გოლი და 11 საგოლე პასია. „იუვენტუსი“ 52 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო 9 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …