ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ჯენოასთან“ (2:1) თამაში შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვეს“ 4-3-1-2 ტაქტიკურ სქემა უფრო ერგება ფეხბურთელების თვისებებიდან გამომდინარე.
„პირველ ტაიმში რიტმში ვერ ვითამაშეთ და ცოტა გაურკვევლად ვმოქმედებდით. „ჯენოა“ სწრაფად თამაშობდა, ჩვენ კი ბურთის მოპოვების ფაზაში პოზიციური შეცდომები დავუშვით, ამიტომაც, სირთულეები შეგვექმნა.
მეორე ტაიმში უფრო მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ და ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. თუმცა, გამარჯვება მხოლოდ ბოლოს მოვიპოვეთ, მაგრამ ვფიქრობ ეს იმის შედეგია, რა უპირატესობაც მანამდე გვქონდა. ჩვენს საჯარიმოში მეტოქე მხოლოდ სამჯერ შევიდა და გოლი გავუშვით, ასეთ სიტუაციებში უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და გავაუმჯობესოთ.
იგუაინი ერთადერთი თავდამსხმელია, რომელიც გვყავს და საჯარიმოში შეუძლია სივრცეების შექმნა. შესაბამისად, როდესაც არტამაშობს ძალიან გვიჭირს საჯარიმოში. დუგლას კოშტა? ჩვენი ფეხბურთელების თვისებებიდან გამომდინარე გამთამაშებზე უფრო მორგებული გუნდი ვართ (4-3-1-2 სქემაზე). ეს დამოკიდებული იქნება ფეხბურთელების ფორმაზე, დუგლასსაც შეუძლია გამთამაშებლად ითამაშოს“, – აღნიშნა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 26 ქულით ლიდერობს და მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.