ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეათე ტურში „ჯენოას“ ლეონარდო ბონუჩისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 2:1 მოუგო. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი 6 – კუამეს დარტყმის დროს ვერაფერს გააწყობდა, რადგან შემტევსაც არ ჰქონდა იქ დარტყმა განზრახული, სადაც ბურთი წავიდა. სხვა საქმე ჯიჯის არ ჰქონია.
კუადრადო 6 – როგორც ყოველთვის აქტიურობდა, მაგრამ სინამდვილეში იშვიათად ახერხებდა რეალური საფრთხის შექმნას.
ბონუჩი 6.5 – ისარგებლად რადუსი არასწორი გამოსვლით კარიდან გაიტანა. დაცვაში უშეცდომო იყო.
რუგანი 5.5 – მიმდინარე სეზონში დებიუტი ჰქონდა. ნახევარი საათი კარგი იყო, მაგრამ შემდეგ დაუშვა შეცდომა, რაც შეიძლებოდა წითელ ბარათად დაჯდომოდა. მას შემდეგ დაიკარგა.
ალექს სანდრო 5 – „ჯენოას“ გოლში მისი წვლილია, არაზუსტი პასი გააკეთა. აშკარაა, რომ დაიღალა და ერთი თამაშით დასვენება სჭირდება.
ხედირა 5 – მანევრირებას ვერ ახერხებდა და ძალიან ნელა თამაშობდა.
რაბიო 5.5 – კარგად ჩაერთო თამაშში, აქტიურობდა, მაგრამ ორი ყვითელი ბარათი არაფრისგან მიიღო და მოედანი ადრე დატოვა.
ბენტანკური 5.5 – პიანიჩის მსგავსი პასები არ გაუკეთებია, მაგრამ ეს ცნობილი თამაშამდეც იყო. პრობლემა ისაა, რომ უბურთოდაც ვერ ითამაშა ისე, როგორც ბოსნიელი თამაშობს.
მატუიდი 6 – რამდენჯერმე კარგი ბურთი მოიპოვა.
რემზი 5.5 – თამაშში კარგად ვერ ჩაერთო.
ბერნარდესკი 5.5 – თამაში ცუდად დაიწყო, ვერ ახერხედა გადამწყვეტი პასების დარიგებას. შესვენების შემდეგ მოუმატა და გოლთანა სამჯერ ახლოს იყო.
დუგლას კოშტა 6 – მოედანზე დაბრუნდა თითქმის თვენახევრის შემდეგ. სცადა გატანა, მაგრამ კარს ააცილა.
დიბალა 6.5 – ყოველთვის მოქმედებაში იყო. რამდენიმე შანსი მიეცა, რონალდუსაც შესანიშნავი პასი გაუკეთა, მაგრამ პორტუგალიელმა უშვიათესი შეცდომა დაუშვა. ერთადერთი სინანური: პირველ ტაიმში დრიბლინგის შემდეგ ვერ გაიტანა გოლი, რომელიც უნდა გაეტანა.
რონალდუ 6.5 – ხშირად თამაშიდან გათიშული იყო. მხოლოდ შორი დისტანციიდან ცდილობდა დარტყმას, მაგრამ საფრთხეს ვერ ქმნიდა. დიბალას პასის შემდეგ საოცარი შანსი გაანიავა. გაიტანა დამატებულ წუთებზე, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. თითქოს დასავიწყებელი საღამო იყო, მაგრამ ბოლო შეტევაში პენალტი გამოიმუშავა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.