მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “ასეთი გამარჯვება ორმაგად ფასობს”

ბერნარდესკი: “ასეთი გამარჯვება ორმაგად ფასობს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი „ჯენოასთან“ (2:1) მატჩის მეორე ტაიმში აქტიური იყო და სამჯერ შეეძლო გოლის გატანა. ორჯერ მეკარემ აჯობა, ერთხელ ააცილა.

შემდეგ მაურიციო სარიმ შეცვალა და ფანებმა ოვაციებით გააცილეს, შარფის ესროლეს, რომელიც ფედერიკომ აიღო. ნამატჩევს კი, კომენტარი გააკეთა.

„მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ასეთი მძიმე წარმატება ორმაგად ფასობს. გუნდმა ხასიათი აჩვენა და დიდი პასუხი გავეცით. ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და გოლის გატანა ბევრჯერ შეგვეძლო. მე პირადად კმაყოფილი ვარ: თავს კარგად ვგრძნობ და ბევრს ვმუშაობ. თუმცა, ინდივიდუალური თამაშის მიღმა მთავარი გუნდური გამარჯვებაა“, – განაცხადა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 26 ქულით ლიდერობს და მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …