მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “ინტერი” ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”

რონალდუ: “ინტერი” ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ჯენოასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. პორტუგალიელმა გენუელთა კარში გადამწყვეტი გოლი მსაჯის მეხუთე დამატებულ წითზე გაიტანა და თქვა, რომ გამარჯვება ძალიან უნდოდათ.

„ბედნიერი ვარ, რომ რთული თამაში მოვიგეთ ძალიან ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ. გვჯეროდა და ბოლომდე ვცადეთ. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მოგება გვინდოდა და დროის გასვლასთან ერთად დაძაბულობა იზრდებოდა. ვიცოდით, რომ გუშინ „ინტერმა“ მოიგო და ჩვენ მეორე ადგილზე ვიყავით, ეს დამატებითი სტიმული იყო. მოხარულები ვართ, რომ დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 26 ქულით ლიდერობს და მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …