მთავარი / სიახლეები / სარი: “ველოდი, რომ ასე კარგად ვითამაშებდით”

სარი: “ველოდი, რომ ასე კარგად ვითამაშებდით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „უდინეზესთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ ასეთ ლამაზ თამაშს ელოდა.

„ასეთი ტიპის მატჩები, საიდანაც წაგებული ვარდება, ყოველთვის შეიცავს ამოუცნობ ფაქტორებს. ვარჯიშებიდან მქონდა შეგრძნება, რომ გუნდი კარგ ფორმაში იყო და შესაბამისად, ველოდი ასეთ კარგ თამაშს. სინამდვილეში მართლად კარგად ვითამაშეთ.

პირველი გოლი იშვიათი სილამაზის იყო, სწრაფი და ხშირი ბურთის გაცვლით. კმაყოფილი ვარ ბერნარდესკის თამაშით ახალ პოზიციაზე, სამუშაო კიდევაა, მაგრამ ენთუზიაზმით ეკიდება საქმეს და ვფიქრობ, რომ ამ როლში შეუძლია კარგად თამაში, რადგან აქვს შესაბამისი ფიზიკური და ტექნიკური თვისებები.

ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ მეტი შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ვვითარდებით. რონალდუ არ იყო სტადიონზე, რადგან ცუდად იყო, კანკალიც კი დაიწყო და ამიტომ, ვამჯობინეთ ამ ცივ საღამოს დაესვენა და ლოგინში დარჩენილიყო. ვეცდები კრიშტიანუს მეექვსე “ოქროს ბურთის” მოგებაში დავეხმარო.

სარის „იუვე“? არა, ეს არის კრიშტიანუს, დიბალას, იგუაინის „იუვე“… ვცდილობ, მეც შევიტანო ჩემი წვლილი, მაგრამ ფებხურთელების თვისებებს პატივი უნდა ვცეთ“, – აღნიშნა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „რომას“ ან „პარმას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …