მთავარი / სიახლეები / ლამაზი ფეხბურთი და მეოთხედფინალის საგზური

ლამაზი ფეხბურთი და მეოთხედფინალის საგზური

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალშია. მაურიციო სარის გუნდმა „უდინეზესთან“ მეტად ლაღი ფეხბურთი აჩვენა და ძალიან ადვილად მოიგო – 4:0.

ანგარიში სწრაფადვე, მე-16 წუთზე გაიხსნა. გოლი კი ფანტასტიკური გამოვიდა, რადგან კომბინაცია იყო შეუდარებელი. შეტევის დასაწყისს რომ შევეშვათ, ფინალური ნაწილი იყო ბრწყინვალე. პაულო დიბალამ და გონსალო იგუაინმა ზედიზედ სამჯერ ერთი შეხებით მოახერხეს კომბინირება და „პიპიტამ“ ანგარიში გახსნა.

ზუსტად 10 წუთში იგუაინმა კარგ პოზიციაში ფედერიკო ბერნარდესკი დატოვა, რომელიც მეკარემ წააქცია და პენალტი დაინიშნა. დიბალამ სხვაობა ორამდე გაზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფედერიკომ ახალ პოზიციაზე პირველად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც მოახერხა ამის გაკეთება. პირველ ტაიმში როდრიგო ბენტანკურსაც შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

ტურინელებმა მეტოქის რბევა მეორე ტაიმში გააგრძელოს. თავდაპირველად იგუაინის გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა, მაგრამ ორიოდ წუთში პაულო დიბალამ შეასრულა დუბლი. არგენტინელმა ულამაზესი დარტყმით შეძლო მეტოქის კარის აღება. გავიდა კიდევ სამი წუთი და დანიელე რუგანის დარტყმული მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა. დიბალას პენალტით ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი მიეცა, მაგრამ დუგლას კოშტას დაუთმო დარტყმის უფლება, ბრაზილიელმა კი მეოთხე გოლი გაიტანა.

„იუვეს“ კიდევ ჰქონდა გატანის შანსი. განსაკუთრებით გამოსარჩევია დანიელე რუგანის თავური, რომელიც ძელს მოხვდა. „იუვენტუსი“ კი იტალიის თასის მეოთხედფინალში „რომა“ – „პარმას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 4:0 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დანილო, დე ლიხტი, რუგანი, ალექს სანდრო; ბერნარდესკი, ბენტანკური, რაბიო (რემზი 71); დიბალა (პიაცა 75), იგუაინი, დუგლას კოშტა (კუადრადო 63)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„უდინეზე“ (3-5-2): ნიკოლასი; ოპუკუ, დე მაიო, ნუიტინკი; ტერ ავესტი, უოლასი (ფოფანა 76), იაიალო, ბარაკი, სემა (ლარსენი 62); ტეოდორშიკი (ლაზანია 46), ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ლუკა გოტი

გოლები: 1:0 იგუაინი (16), 2:0 დიბალა (26, პენ), 3:0 დიბალა (58), 4:0 დუგლას კოშტა (61, პენ)

გაფრთხილება: ნუიტინკი (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (10) – 5 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ჯანლუკა აურელიანო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …