მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა: “ნელ-ნელა ჩემი ფიზიკური კონდიცია ვითარდება”

დუგლას კოშტა: “ნელ-ნელა ჩემი ფიზიკური კონდიცია ვითარდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ „უდინეზესთან“ გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს გამარჯვებაში დაეხმარა. ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ნელ-ნელა ვითარდება.

„კარგი საღამო იყო, კარგად ვითამაშეთ, თუმცა მატჩი ადვილი არ ყოფილა. თავს კარგად ვგრძნობ, ვიზრდები, მნიშვნელოვანი იყო ძირითადში თამაშის დაწყება, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა უმჯობესდება. სარისთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, არ მაქვს რჩეული ტაქტიკური სქემა, თამაშის სიტუაციას ვერგები“, – განაცხადა კოშტამ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „რომას“ ან „პარმას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …