ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა „უდინეზესთან“ შესანიშნავად ითამაშა. განსაკუთრებით ეფექტური იყო მისი და პაულო დიბალას ტანდემი და პირველი გოლი უდინელთა კარში.
თამაშის შემდეგ „პიპიტამ“ კომენტარი გააკეთა და პაულოსთან შეთამაშებაზეც ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი თამაში იყო, გვინდოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, რადგან იტალიის თასის მოგება გვსურს. დიბალასთან შეთამაშება? კარგად ვუგებ, „იუვესთვის“ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიმედოვნებ გუნდს გამარჯვებებში დავეხმარები. სასიამოვნოა დიდ ფეხბურთელებთან თამაში, მაგრამ დღეს გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ახლა იგივე კვირას „პარმასთანაც“ უნდა გავაკეთოთ“, – თქვა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „რომას“ ან „პარმას“ დაუპირისპირდება.