ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მერვედფინალში „უდინეზე“ 4:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი შ.გ – მას თამაშში ჩართვა არ მოუწია და ამის საჭიროება არ ყოფილა.
დანილო 6 – მინუსებისა და პლიუსების გარეშე.
დე ლიხტი 6 – ძვირფასი წუთები იყო ძირითადში დაბრუნებითვის იქამდე, სანამ ისევ ლეონარდო ბონუჩის შეუწყვილდება.
რუგანი 6 – მისი ზონიდან ფრიულელებმა ვერაფერი შექმნეს. პენალტი მოიპოვა და გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო, ბურთი ძელს მოხვდა.
ალექს სანდრო 6 – შეტევაშიც მიდიოდა და დაცვაში. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უწევდა.
ბერნარდესკი 6.5 – ახალ პოზიციაზე პირველად ითამაშა. მეტოქე ნაკლებად იყო სერიოზული გამომცდელი,მაგრამ ტესტი ამ როლში ჩაბარებულია.
ბენტანკური 6.5 – „ნაპოლისთან“ მატჩში მისი დაბრუნება ფუნდამენტური იქნება.
რაბიო 6 – დაბრუნდა ნახევარდაცვის ცენტრის მარცხენა ზონაში, მანამც მოედანზე ძვირფასი წუთები გაატარა.
რემზი 6 – ოცი წუთი ითამაშა, კარგი გასეირნება ჰქონდა.
დიბალა 8 – კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, „პიპიტასთან“ შესანიშნავად ჰქონდა დიალოგი. დუბლი შეასრულა, მეორე გოლი ნამდვილი შედევრი იყო.
პიაცა შ.გ – კეთილი იყოს შენი დაბრუნება.
იგუაინი 7.5 – ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული, საოცარი გოლი გაიტანა დიბალასთან კომბინირებით.
დუგლას კოშტა 6 – ოდნავ ჩრდილში იყო, მარცხენა ფლანგზე. თუმცა, პენალტიდან გაიტანა.
კუადრადო შ.გ – ნახევარი საათით შეტევის მარჯვენა ფლანგზე დაბრუნდა.