მთავარი / სიახლეები / დელ პიერო დიბალას შედევრს გამოეხმაურა

დელ პიერო დიბალას შედევრს გამოეხმაურა

პაულო დიბალამ „უდინეზესთან“ ულამაზესი გოლი გაიტანა. ალესანდრო დელ პიერომ კი ამ გოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„კარგია ასეთი გოლების გატანა, ეჰ“, – დაწერა ალესანდრომ.

საქმე ისაა, რომ დიბალამ დაახლოებით დელ პიეროს საყვარელ სტილში გაიტანა. ოღონდ, ალექსი მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფეხით იტანდა შორეულ კუთხეში, ხოლო პაულომ ყველაფერი პირიქით გააკეთა, რადგან ცაციაა.

დელ პიეროს ტვიტს ტვიტერში საკმაოდ გამოხმაურება მოჰყვა. ალექსს თავად დიბალამაც უპასუხა: “ნომრის და სამკლავურის ძალაუფლება”.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …