მთავარი / სიახლეები / სარი: “სამწუხაროა, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს”

სარი: “სამწუხაროა, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ რომის „ლაციოსთან“ (1:3) წაგების შემდეგ ისაუბრა.

„ჩვენ ამ თამაშს შევხვდით ფიზიკური და მენტალური დეფიციტით, ეს შეიძლება მოხდეს. მეტოქეზე ნაკლები ენერგია გვქონდა, „ლაციოს“ სრული ნდობის პერიოდი აქვს.

ვწუხვართ, რომ ტიტული დავკარგეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ტურნირია და კონკურენცია მოგვიწევს მომდევნო 5 თვის განმავლობაში.  არსებობს სიმწარე, მაგრამ პრობლემების გადასაჭრელად ტირილი არ გამოგვადგება“, – განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდენო მატჩს 2020 წელს, „კალიარისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …