მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ლაციო” ძალიან კარგი გუნდია”

პიანიჩი: “ლაციო” ძალიან კარგი გუნდია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ წაგება სამწუხაროა, მაგრამ რომაელებს კარგი გუნდი ჰყავთ.

„ვწუხვართ. პირველი ტაიმი გაწონასწორებული იყო, მაგრამ ტემპი მაღალი არ ყოფილა. „ლაციოს“ მეორე გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება გაგვიჭირდა და ეს ვერც მოვახერხეთ.

დღეს საღამოსაც დადასტურდა, რომ „ლაციო“ ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ ბრწყინვალება გვაკლდა და სწორედ ამან განაპირობა სხვაობა.

ვიცით, რომ რაღეცები გასაუმჯობესებელი გვაქვს. გამარჯვებისთვის ნამდვილად საჭიროა, რომ უფრო ცოტა გოლი გავუშვათ, მაგრამ რაც მთავარია, მთელმა გუნდმა უნდა იცოდეს, როგორ წარმართოს თამაში. სტატისტიკა კარგი არაა, ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო მატჩებთან შედარებით. ახლა კონცენტრაცია სერია A-ზე და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მოვახდინოთ“, – აღნიშნა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდენო მატჩს 2020 წელს, „კალიარისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …