ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლაციოსთან“ (1:3) მატჩი შეაფასა. იტალიელი მცველის განცხადებით, გუნდმა ძალები უნდა აღიდგინოს და 2020 წელს მზადყოფნაში შეხვდეს.
„ლაციომ“ დამსახურებულად მოიგო, რადგან შესანიშნავად ითამაშა. ვიცოდით, რომ მეტოქე ოპტიმალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაში იყო. თავიდან აგრესია დაგვაკლდა, მაგრამ თამაშის გამოსწორება მოვახერხეთ.
მეორე ტაიმში სამწუხაროდ სახიფათო ვერ შევუტიეთ და ეს დასაფიქრებელია. მაღალ ბურთებზე თამაშის დროს კონცენტრაცია გვაკლდა და მეორე გოლიც შორეულ ძელთან ჩაწოდებას მოჰყვა.
ძალიან სამწუხაროა, რადგან გვინდოდა ამ ტიტულის სახლში წაღება, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ, იმიტომ, რომ 2020 წელს ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდენო მატჩს 2020 წელს, „კალიარისთან“ გამართავს.