ორი კვირის წინ „იუვენტუსმა“ სერია A-ში რომის „ლაციოსთან“ 1:3 წააგო და ამჯერად ერ-რიადში იტალიის სუპერთასზე რევანშის შანსი მიეცა.
თუმცა, რევანში არ შედგა და იმ მატჩის სცენარი ძალიან გავდა დღევანდელ თამაშს. „იუვემ“ მაშინდელის მსგავსად 1:3 წააგო, თამაში კაცნაკლულმა დაასრულა და მესამე გოლი ბოლო წუთზე გაუშვა.
„იუვენტუსმა“ ძალიან ცუდი თამაში ჩაატარა, რაც მაურიციო სარის მოსვლის შემდეგ უკვე არავის უკვირს. ტურინული გრანდი ძალიან უფერულია და შორსაა იმ გუნდისგან, რომელსაც მაღალი მიზნები აქვს დასახული. „ლაციო“ დაცვის ხაზის საშინელი თამაშის შედეგად მე-16 წუთზე დაწინაურდა, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს პაულო დიბალამ უპასუხა.
თუმცა, ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მთელ თამაშში. მეორე ნახევარში სენად ლულიჩმა და დანილო კატალდიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
ასე, რომ „იუვენტუსი“ 2019 წელი ზუსტად ისე დაასრულა, როგორიც იყო ზოგადად ეს წელი – ცუდი თამაშით, მარცხით და ტიტულის გარეშე. იტალიის სუპერთასი „ლაციომ“ მოიგო.
„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 1:3 (1:1)
ერ-რიადი, „კინგ საუდ უნივერსითი სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დე შილიო (კუადრადო 55), დემირალი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (დუგლას კოშტა 76); დიბალა; იგუაინი (რემზი 66), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ; ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა (კატალდი 64), ლუის ალბერტო (პაროლო 66), ლულიჩი; კორეა, იმმობილე (კაისედო 82)
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (17), 1:1 დიბალა (45), 1:2 ლულიჩი (73), 1:3 კატალდი (90)
გაფრთხილება: მატუიდი (9), ბენტანკური (48, 90) – ლუკას ლეივა (35), ლუის ალბერტო (58), კატალდი (90)
გაძევება: ბენტანკური (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 12 (8) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე