ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სარი მისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და მხოლოდ შედეგი მოიწონა.
„პროგრესი არ შეინიშნება, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან უწყვეტი ტემპით აღმავლობა წარმოუდგენელია. ჩვენ ახლა იმ მომენტში ვართ, როდესაც განვითარება ცოტა შენელდა, მაგრამ ამ საღამოს მინიმუმ ბურთის უკეთ გათამაშება ვნახე, დავიდან უკეთესი ამოსვლა ბურთთან ერთად. დროთა განმავლობაში მეტოქის საჯარიმოსთანაც დავიბრუნებთ ბრყინვალებას, რომ სახიფათო მომენტები უფრო მეტად შევქმნათ.
ბოლო დროს ისეთ გოლებს ვუშვებთ, რომლებიც თავიდან აცილება ძალიან მარტივია. შედეგს რაც შეეხება, საპასუხო მატჩიდან გამომდინარე დადებითია. შეშფოთებული ვარ? არა, ეს ნორმალური ფაზააა. ერთადერთი, რაც მაწუხებს ჩემი ჯანმართელობაა, მაგრამ ახლა საკმაოდ კარგად ვარ.
გოლის არგაშვება თავისუფლად შეიძლებოდა, ბურთი ძალიან ნელა მოძრაობდა მთელი ეპიზოდის განმავლობაში. ცუდი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ შედეგი კარგია.
კიელინი გავკლია, როგორც დააკლდებოდა მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს. მისი აღდგენის ზუსტი დრო არ ვიცი, ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული. გუშინწინ 50 წუთი ითამაშა, ვნახოთ…
ფოსტაზე კომენტარი? მოვისმინე, რომ უპატივცემულობა გამოვიჩინე, მაგრამ მე მშრომელი ხალხის ოჯახიდან მოვდივარ და ამით ვამაყობ. არასდროს დავუშვებდი, რო ვინმეს სამსახურზე შეურაცხყოფა მიმეყენებინა. უბრალოდ ეს ჩვეულებრივი განცხადება იყო, რომელსაც ბარში საუბრის დროს დღეში 10-ჯერ ამბობ. არ მინდა ამ თემით ვინმემ ისარგებლოს, ამიტომ აქ დავხურავ.
პენალტი წარმოუდგენლად აშკარა იყო, რადგან ხელი სხეულიდან მოშორებულია. ასე იყო კუადრადოზეც პენალტი მანამდე. ამჟამინდელი წესები არ მომწონს, მარამ ეს პენალტი“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 4 მარტს ტურინში გაიმართება. მომდევნო შეხვედრაში კი, მაურიციო სარის გუნდი „ბრეშას“ დაუპირისპირდება.