მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში შეიცვალოს”

ბონუჩი: “ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, შედეგი კარგია, მაგრამ გუნდის თამაშის შესაცვლელად, ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

„ორმატჩიან დაპირისპირებებში სტუმრად გოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით თავს ვერ დავიკმაყოფილებთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშით, უნდა შევცვალოთ მიდგომა, კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. ჩვენნაირი გუნდი არ შეიძლება კმაყოფილი იყოს იმით, რასაც ახლა ვთამაშობთ.

ჩვენ იქ ვართ, სადაც  ამ მომენტში უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმის მოედანზე გადმოტანა, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებთ, გუნდურ ზრდაში დაგვეხმარება. ყველამ რაღაცით მეტი უნდა გავაკეთოთ. ბურთის ფლობისა და თამაშის წარმართვის კუთხით მოსამატებელი გვაქვს“, – განაცხადა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 4 მარტს ტურინში გაიმართება. მომდევნო შეხვედრაში კი, მაურიციო სარის გუნდი „ბრეშას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …