მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “სამართლიანად გვაკრიტიკებენ”

ბუფონი: “სამართლიანად გვაკრიტიკებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „მილანთან“ მატჩის შედმეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბოლო დროს გუნდის მიმართ დამსახურებული კრიტიკა ისმის.

„ჩვენ არ ვიყავით ბოლო 20 მეტრში ეფექტურები, როგორც საჭიროა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დადებითი შედეგი მოვიპოვეთ. ეს არ გვიბიძგებს ძილისკენ, თუმცა შედეგი დადებითია. როდესაც „იუვენტუსში“ თამაშობ, კრიტიკა მართებულია, რადგან თამასა მაღალია და მნიშვნელოვანი მიზნები გაქვს დასახული. ნეაპოლისა და ვერონას შემდეგ ეს კრიტიკა მართებული იყო.

რონალდუ? წარმოუდგენელი ჩემპიონია, ის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დავბრუნდი“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 4 მარტს ტურინში გაიმართება. მომდევნო შეხვედრაში კი, მაურიციო სარის გუნდი „ბრეშას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …