იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსი“ „მილანს“ ესტუმრა და საბოლოოდ, ტურინში დადებითი შედეგით დაბრუნდა, მაგრამ თამაშის ხარისხი ისევ ძალიან მდარეა.
„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს ბოლო წუთზე გატანილი პენალტით დაიხსნა „სან სიროზე“ მარციხსგან თავი, თანც ათკაციან მეტოქესთან.
ბევრი პოლემიკა მოჰყვა და მოჰყვება მსაჯობას, მაგრამ ეს ახლა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც „ბებერი სინიორას“ სათამაშო ხარისხი, რომელიც რაც დრო გადის, გამოსწორების ნაცვლად უარესდება.
რომ არა, დავიდე კალაბრიას ხელზე შემთხვევით მოხვედრილი ბურთი, რამაც კარში მიმავალი ბურთი დაბლოკა, „იუვე“ აშკარად წააგებდა და ძნელი სათქმელია, რისი ბრალია ამდენად უფერული თამაში.
ეს კი, ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს, რადგან ახლა სეზონის ის ნაწილი იწყება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და გუნდი ფორმის პიკზე უნდა გადიოდეს. თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ „იუვენტუსი“ ფორმას პიკის ნაცვლად, კარგავს…
რაც შეეხება თამაშს, ანტე რებიჩის გოლი ნახევარი საათის თავზე რონალდუმ პენალტით გაქვითა და მატჩის ფრედ, 1:1 დასრულდა, რამაც „იუვენტუსი“ ფინალს ცალსახად მიუახლოვა. თანაც, „როსონერის“ მეორე თამაშში ლიდერები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სამუ კასტილიეხო და ტეო ერნანდესი ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან.
„იუვენტუსი“ კი, მომდევნო შეხვედრას სერია A-ში „ბრეშას“ წინააღმდეგ გამართავს.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:0)
მილანი, „სან სირო“
„მილანი“ (4-4-2): დონარუმა; კალაბრია, კიაერი, რომანიოლი, ერნანდესი; კასტილიეხო (სალემაკერსი 80), კესიე, ბენასერი, რებიჩი (ლაქსალტი 74); ჩალჰანოღლუ (პაკეტა 87), იბრაჰიმოვიჩი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დე შილიო (იგუაინი 70), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; რემზი (ბენტანკური 63), პიანიჩი, მატუიდი (რაბიო 73); კუადრადო, დიბალა, რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 რებიჩი (61), 1:1 რონალდუ (90, პენ)
გაფრთხილება: იბრაჰიმოვიჩი (29), ერნანდესი (42, 71), კესიე (58), კასტილიეხო (69), კალაბრია (90) – რემზი (30)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (11) – 8 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: პაოლო ვალერი