ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა „მილანთან“ მატჩამდე იტალიურ მედიასთან კომენტარი სხვადასხვა საკითხებზე გააკეთა.
„სეზონის იმ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ ასეთი თამაშებისთვის ბევრი ვიმუშავეთ. ორივე თასისთვის ვიბრძვით და ჩემპიონატსაც ვლიდერობთ. ყველა კარი ღიაა, იმედია ბოლომდე ასე იქნება.
სარი? ჩვენ ზუსტი იდეები გვაქვს და ერთი თამაშის უკეთესად ან ცუდად ჩატარება არაფერს ცვლის.
შჩესნი? ჩვენ მას ვენდობით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და გამოვრიცხავ სხვა ამ პოზიციის ფეხბურთელის მოსვლას.
VAR-ის ახალი სისტემა და სათადარიგო სკამიდან მისი მოთხოვნა? ჩვენ სიახლეებისთვის ყოველთვის ღია ვართ. ამას შეაფასებენ კომპეტენტური პირები და კომპანიები. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.
„ეს „იუვენტუსში“ ჩემი მეათე წელია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით კონკურენტუნარიანი გუნდი. იგივეა წელსაც, შემადგენლობა მოლოდნს შეესაბამება. არ შეგვიძლია 10 ფეხბურთელის ერთდ შეცვლა, ამის გარეშეც საკმაოდ მაღალი დონე გვაქვს. ზაფხულში ვიყიდეთ დემირალი და დე ლიხტი, დაცვაშ ერთ-ერთი საუკეთესოები. რემზი, რომელიც „არსენალის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და რაბიო პსჟ-დან. მწვრთნელთან შეთანხმებულად ვმოქმედებთ.
რონალდუ რჩება? ამაზე ეჭვები არ არსებობს. დიბალათი კმაყოფილები ვართ, ის ჩვენი ათიანია და მასში დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთანაა და ვიმედოვნებთ, რომ „იუვეს“ მესი გახდება“, – განაცხადა პარატიჩიმ.