ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლევერკუზენთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა საკუთარი გუნდის თამაშით. მერვედფინალში კი „ტოტენჰემთან“ თამაში ისურვა.
„გამიმართლა, რომ მოურინიოს ვიცნობ, ის არაჩვეულებრივი ადამიანია. ის არის ადამიანია, რომელიც შინაგანად განსხვავებულია, ვიდრე მისი გარეგნობა გვეუვება. მასთან მერვედფინალში შეხვედრა სასიამოვნო იქნება. ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? „მანჩესტერ სიტი“.
თამაში? მთავარია, რომ ბალანსი ვიპოვოთ. წაგებული თამაშის შემდეგ „ლევერკუზენთან“ შეხვედრა ადვილი არ იყო. პირველ ტაიმში დაძაბულობა იყო, მაგრამ შემდეგ მოვუმატეთ. დიდი პასუხი იყო „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ.
ოთხივე მცველმა ძალიან კარგად ითამაშა. კუადრადომ ამ პოზიციაზე პირველად ითამაშა და თავიდან გაუჭირდა, შემდეგ უკეთესი გახდა. რაბიოც ასევე, მეორე ნახევარში მოუმატა.
„უდინეზესთან“ მატჩისთვის მოგვიწევს ბენტანკურის კონდიციის გადამოწმება, წინააღმდეგ შემთხვევაში „რეჯისტას“ პოზიციაზე რაბიო ან ემრე ჯანი ითამაშებს. ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით, საშუალო და პატარა გუნდების წინააღმდეგ. ეს უნდა გავაუმჯობესოთ.
აშკარაა, რომ რონალდუ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მან ხუთჯერ მოიგო ოქროს ბურთი. მაგრამ ეს საკმარისი არაა ყოველთვსი გასამარჯვებალდ. ამიტომ, საჭიროა საუკეთესო ფორმაში შესვლა.
დემირალი? როგორც ვთქვი, ოთხივე მცველმა კარგად ითამაშა, მერიჰი აგრესიული, ფეთქებადი და სწრაფი ფეხბურთი, ფიზიკურად დომინანტია და ამის წყალობით უსაფრთხოებას ახერხებს. მაგრამ ვიმეორებ, დაცვა ხაზზე კარგად თამაშობდა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბუფონმაც კარგად ითამაშა, პირველ ტაიმში მოუწია ჩვენი გადარჩენა“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“ არიან. წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.