მთავარი / სიახლეები / სარი: “მხოლოდ “იუვეში” ყოფნის დროს ხვდები, რამხელა სიძულვილი არსებობს ამ გუნდის გარშემო”

სარი: “მხოლოდ “იუვეში” ყოფნის დროს ხვდები, რამხელა სიძულვილი არსებობს ამ გუნდის გარშემო”

მაურიციო სარი ტურინის „იუვენტუსის“ ტელევიზიას ონლაინ რეჟიმში ესაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა საყვარელი „ჰობი“ არ დაივიწყე და პირდაპირ ეთერში ყოფნის მიუხედავად სიგარეტის მოწევისგან თავი არ შეუკავებია.

„ჩვენ გარშემორტყმული ვართ სიყვარულითა და სიძულვილით. ამას მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც „იუვეში“ ხარ. ყოველთვის გვადანაშაულებენ მსაჯების დახმარებაში, მაგრამ შემდეგ ხედავ ციფრებს და სხვა მიმართულებით მიდიხარ. მხოლოდ „იუვენტუსში“ მოხვედრის მერე მივხვდი, რომ ეს გუნდი გარედან ძალიან ბევრს სძულს, ან უყვართ, ან სძულთ და ყოველთვის თავს ესხმიან.

„ფიორენტინასთან“ მატჩში ფლორენციელმა ფანებმა დედაჩემს ათასგვარი შეურცხყოფა მიაყენეს, გავაცნობიერე რამხელა სიძულვილი არსებობს ამ გუნდის მიმართ. „სან პაოლოზე“ კი, ნივთებს მესროდნენ, ქალაქში, სადაც დავიბადე და ყველაფერი მივეცი“, – თქვა სარიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …