მთავარი / სიახლეები / სერია A / სარი: “ლიონის” თამაშით გაკვირვებული ვარ”

სარი: “ლიონის” თამაშით გაკვირვებული ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „რომასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა ძირითადად „ლიონთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ლიონი“? გამიკვირდა, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად არიან. არ ჰგავდა გუნდს, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია და მხოლოდ 3-4 ამხანაგური თამაში ჩაატარა. ჩვენ კონკრეტულ პერიოდში ვართ და მენტალური ენერგია უნდა აღვიდგინოთ. მეტოქეს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ, 0:1-დან დაწყება ძალიან რთულია.

უნდა დავიბრუნოთ სტიმულის შეგრძნება, არ ვიცი რა შედეგს მივიღებთ, მაგრამ ბოლო 2-3 თამაშისგან განსხვავებული დამოკიდებულებით გავალთ მოედანზე, ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ ჩავატარებთ მონიტორინგს, რომელი ფეხბურთელები უფრო საიმედოები იქნებიან.

რონალდუსთან ერთად დიბალა ითამაშებს? ამას არასდროს ვიტყვი წინასწარ, რეალურად კი ახლა არც ვიცი. პაულო კარგადაა, ხვალ დილით მოედანზე გავა და ვნახოთ რა იქნება მისი რეაქცია.

„იუვეში“ არსებობს პირობები, რომ კარგად იმუშაო. კმაყოფილები უნდა ვიყოთ ამ სეზონით და რაც გავაკეთეთ, რადგან სრულიან ატიპიური სეზონი იყო, რომელშიც შეიძლებოდა საუკეთესოს წაეგო“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A 83 ქულით დაასრულა. მაურიციო სარი კი, იტალიის ისტორიაში მერვე მწვრთნელი გახდა, რომელმაც სკუდეტოც მოიგო და ევროთასიც (შარშან ევროპა ლიგა „ჩელსიში“).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …