ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონი მარცხით დაასრულა, თუმცა სკუდეტო უმაყურებლო „ალიანც სთედიუმზე“ აღმართა.
„იუვეს“ ბოლო სტუმარი „რომა“ იყო და მაურიციო სარიმ ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა დაასვენა, შედეგად, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიხილეთ მოედანზე. ტურინელები სწრაფად, მეხუთე წუთზე გონსალო იგუაინმა გახსნა ანგარიშით, თუმცა, შემდეგ მოედანზე მხოლოდ სტუმრები დომინირებდნენ. ტაიმის ბოლოს „ჯალოროსი“ დაწინაურდა. ნიკოლა კალინიჩმა გაათანაბრა, ხოლო დიეგო პეროტიმ პენალტით ანგარიში 2:1 გახადა. მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელმა დუბლი შეასრულა, ნიკოლო ძანიოლოს დიდებული დრიბლინგით და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„იუვენტუსმა“ სეზონი 83 ქულით (26 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება, 76 გატანილი და 43 გაშვებული გოლი) დაასრულა და მეორე ადგილზე გასულ „ინტერს“ ერთადერთი ქულით გაასწრო.
„ბებერმა სინიორამ“ ზედიზედ მეცხრე სკუდეტო ჩაიბარა, მაგრამ სეზონი ჯერ არ დსრულებულა, წინ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩია „ლიონთან“ 7 აგვისტოს.
„იუვენტუსი“ – „რომა“ 1:3 (1:2)
გოლები: 1:0 იგუაინი (5), 1:1 კალინიჩი (23), 1:2 პეროტი (44, პენ), 1:3 პეროტი (52)
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი (პინსოლიო 72); დანილო, რუგანი, ბონუჩი (დემირალი 51), ფრაბოტა; რაბიო (რემზი 51), მურატორე, მატუიდი; ბერნარდესკი (ოლივიერი 72), იგუაინი (ვრიონი 79), ძანიმაკია